ახალი ამბები

,,ციხეებში არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლაში პროგრესი მცირეა“

ორგანიზაციის კვლევის მიხედვით მთავარი პრობლემაა საპატიმროებში არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების ნაკლებობაა, მათ შორის მისასალმებელი ცემისა და ბორკილების ხამგრძლივად გამოყენების შესახებ. დოკუმენტში საუბარია პატიმრების გარე სამყაროსთან კომუნიკაციის უზრუნველყოფაში არსებულ პრობლემებზეც. მთავარ სისტემურ პრობლემად არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლაში საჩივრების გამოძიებისას პრაქტიკული დამოუკიდებლობის ნაკლებობა სახელდება.
CPT ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს პატიმრებისთვის საკანსგარეთ აქტივობების უზრუნველყოფაში პროგრესის ნაკლებობის გამო და იძლევა რეკომენდაციას, გაიზარდოს ციხეების თანამშრომელთა რაოდენობა, გადაიხედოს პატიმართა პაემნებითა და ტელეფონით სარგებლობის წესები და პატიმრების მიეწოდოთ ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ.
კომიტეტის შეფასება დასკვნის ზოგიერთ ნაწილში დადებითია. წინა ანგარიშთან შედარებით ახალ დოკუმენტში პროგრესზეც არის საუბარი. ანგარიშის თანახმად, ციხეებში ჯანდაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა 2011-2012 წლების შემდეგ. გადასაჭრელი რჩება ისეთი საკითხები, როგორებიცაა სამედიცინო კონფიდენციალობის დაცვა, დაზიანებების შესახებ ანგარიშების წარმოება, პატიმრებისათვის ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა, სუიციდის პრევენცია და ციხეებში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა. 
ანგარიში ეფუძნება 2014 წლის დეკემბერში შემდგარ CPT-ს ორ-კვირიან ვიზიტს საქართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ციხეებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებსა და სამხედრო მოსამსახურეების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.