ახალი ამბები

კახეთის სკოლებში მოხმარებული შეშის რაოდენობა იზრდება

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ინფორმაციით, რეგიონში 4 საჯარო სკოლაშია დამონტაჟებული გათბობის სისტემა, მაგრამ ისინი მაინც მოიხმარენ გარკვეული რაოდენობის შეშას. 2014-2015 სასწავლო სამთრის სეზონზე სკოლების მიერ მოხმარებულ იქნა 5201.8 კბ3 შეშა, ხოლო 2015-2016 წლების ზამთრის სეზონისათთვის 5289.5 კბ3 შეშა. რესურსცენტებიდან მიღებული მასალების საფუძველზე ჩანს რომ ყველა სკოლას აქვს მოთხოვნილი საჭირო შეშის რაოდენობა, მაგთან დაკმაყოფილებულია მხოლოდ ნაწილი.
,,უნდა აღინიშნოს რომ რესურსენტრების ნაწილის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასრულყოფილია და შესაბამისად არ იძლევა ამ სამიზნე საკითხებზე სრულ წარმოდგენას. ენერგო ეფექტური ღუმლები: ყვარელი 6 ც; ახმეტა 0; დანარჩენ რესურსცენტრებს იმფორმაცია არ მოუწვდიათ. ამ დროისათვის სრულად სათბობი შეშით სრულად მომარაგებული სკოლების რაოდენობის დადგენა ვერ ხერხდება ინფორმაციის არ არისებობის გამო, ვიცით რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ყველა 15 სკოლა არის ნაწილობრივ მომარაგებული; ქ. თელავის და თელავის თემის 6 სკოლა არის სრულად მომარაგებული, 7 ნაწილობრივ მომარაგებული და 5 არის მოუმარაგებელი, ასევე საგარეჯოს სკოლების უმრავლესობა არის სრულად მომარაგებული და მცირე ნაწილია მოსამარაგებელი რომელიც ამ დღეებში სრულად მომარაგდება. სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2 სკოლაა სრულად მომარაგებული, 8 ნაწილობრივ და 3 საერთოდ არ არის მომარაგებული. რაც შეეხება შეშის რაოდენობის განაწილებას თვეების მიხედვით ეს ინფორმაცია არ წარმოუდგენია რამოდენიმე რესურსენტს, მაშ შორის დედოფლისწარო გვამცნობს რომ ინფორმაცია არ გააჩნია. გურჯაანის მუნიცოპალიტეტისათვის თვეების მიხედვით მოხმარებული შეშის რაოდენობა ასე გამოიყურება – ნოემბერი-128 მ/3, დეკემბერი-163 მ/3, იანვარი-132 მ/3, თებერვალი 160 მ/3, მარტი 147 მ/3, აპრილი 69 მ/3 ახმეტის მუნიცოპალიტეტისათვის თვეების მიხედვით მოხმარებული შეშის რაოდენობა ასე გამოიყურება – ნოემბერი-110 მ/3, დეკემბერი-210 მ/3, იანვარი-213 მ/3, თებერვალი 210 მ/3, მარტი 111 მ/3″ – ნათქვამია განცხადებაში.