დღეს კახეთის 15 სოფელს ენერგომომარაგება შეეზღუდება
კახეთის ენერგოდისტრიბუციის ინფორმაციით, .სს,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქვესადგურ ,,ახალსოფელში“ ძალოვანი ტრანსფორმატორის დაცვების შემოწმებას გეგმავს. შესაბამისად 13:00-დან 14 სთ-მდე ენერგომომარაგება შეუწყდება ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ახალსოფელს, თხილის წყაროს, მთისძირს, სარუსოს, თივს, გავაზს, ჭიკაანს, ჩანთლისყურეს და ბალღოჯიანს.
უწყების ცნობით, ქვესადგურ ,,გურჯაანი 110-ში“ გამანაწილებელი მოწყობილების პროფილაქტიკურ სამუშაოებ ჩატარდება და 11:00-დან 15 სთ-მდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ყიტაანს, ჩუმლაყსა და გურჯაანს.
14:00-დან 15:00 სთ-მდე ელეტროენერგიის მოწოდება შეუწყდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებს: კაკაბეთსა და ყანდაურას. 12:00-დან 13:30 სთ-მდე ქსელიდან გაითიშება ქვესადგური ,,ყანდაურა”. შესაბამისად ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება სოფ. ბადიაურის ნახევარს.
კახეთის ენერგოდისტრიბუციაში აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულებისთანავე ქსელიდან გათიშულ სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება.