ჩურჩხელასა და სხვა რეგისტრირებულ დასახელებებს ახალი სახელები დაემატება
მემორანდუმის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – საქპატენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინირებულად იმუშავებენ საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე პროდუქტებზე კონტროლისთვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად.
,,სააგენტო და “საქპატენტი” ასევე, იზრუნებენ ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სფეროში კანონმდებლობის დახვეწაზე. აღნიშნული ღონისძიებების გატარების აუცილებლობა განპირობებულია საქართველოში ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარების მნიშვნელობით, ასევე, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამჟამად “საქპატენტის” მიერ რეგისტრირებულია ადგილწარმოშობის დასახელების 18 ქართული ღვინო, 8 მინერალური წყალი, 16 გეოგრაფიული აღნიშვნა, სადაც შედის ჩურჩხელა, ჭაჭა და სხვა.