ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე 330 ირემი ბინადრობს (Photos)
2015 წელს „ირმის მყვირალობის“ პერიოდში ჩატარებული აღრიცხვის შედეგად დადგინდა, რომ ლაგოდეხის ნაკრძალსა და აღკვეთლში ბინადრობს მინიმუმ 330 ირემი. სქესთა შეფარდებაა 1 მამრი / 4 მდედრზე. უწყების ცნობით, გასულ წელს ირმების რაოდენობა 300 იყო.
„2015 ირმის რიცხოვნაბა 3 ასეულს გადასცდა მონაცემების ანალიზის შედეგად შესაძლებელია დავასკვნათ, რომ აღნიშნულ ეკოსისტემას ბევრად მეტი რაოდენობის ინდივიდის უზრუნველყოფა შეუძლია“, – განუცხადეს knews.ge-ს დაცული ტერიტორიების ეროვნულ სააგენტოში.
1989 წლის მონაცემებით, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში ირმის პოპულაცია მაქსიმალურად გაიზარდა და თითქმის 1500 სულს მიაღწია. დაცული ბტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 90-იანი წლებში ბრაკონიერობის დიდი პრესის და არასტაბილური სიტუაციის გამო ირმის (ყველა მსხვილი ძუძუმწოვრის) რიცხოვნობა უკიდურესად შემცირდა, ირმის დიდი ნაწილი ბრაკონიერობის მსხვერპლი გახდა, ხოლო მეორე ნაწილმა დატოვა ლაგოდეხის ნაკრძალი და მეზობელი რესპუბლიკების ტერიტორიებზე გადაინაცვლა. 1999 წელს მთელს ტერიტორიაზე მხოლოდ 70 სული ირემი აღირიცხა.
უწყებაში აცხადებენ, რომ 2007 წელს დაიწყო დაცული ტერიტორიების სიტემის რეფორმა, მართვისა და მენეჯმენტის გაუმჯობესება, ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა და ა.შ., რამაც განაპირობა ირმის პოპულაციის სტაბილიზაცია და ზრდა.