წინანდლისა და ხვანჭკარის ღვინოების ადგილწარმოშობის დასახელების ინსტრუქციები შეიცვალა
კერძოდ, ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, ღვინოების „ხვანჭკარა“ და „წინანდალი“ შეიცვალა ადგილწარმოშობის დასახელების ინსტრუქციები. უწყების ინფორმაციით, უახლოეს მომავალში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტი“ დარეგისტრირდება დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინოები – „ალაზნის ველი“ და „კახეთი“.
აღნიშნული ცვლილებები გასაცნობად გადაეგზავნა შესაბამის უწყებებს და შეთანხმების შემდეგ რეგისტრაციაში გასატარებლად გადაეცემა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტს“.
დაცული ადგილწარმოშობის დასახელებისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ინსტრუქცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას: ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა, ღვინის ფიზიკო-ქიმიური და ორგანოლეპტიკური მახასიათებლები, ღვინის დამზადების სპეციფიკური მეთოდები და შეზღუდვები, შესაბამისი გეოგრაფიული ადგილის საზღვრები, ყურძნის და ღვინის მაქსიმალური საჰექტარო გამოსავლიანობა, ვაზის ჯიში ან ჯიშები, რომლისგანაც მზადდება ღვინო, კავშირი გეოგრაფიულ ადგილსა და ღვინის განსაკუთრებულ ხარისხს შორის, მაკონტროლებელი ორგანოს დასახელება.