დედოფლისწყაროში პრობაციონერი დაასაქმეს
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, მსჯავრდებული ს.ბ. საპრობაციო ვადის მოსახდელად კახეთის პრობაციის ბიუროში დადგა აღრიცხვაზე. მათივე ინფორმაციით, რისკებისა და საჭიროებების შესწავლისას, ს. ბ-ს დასაქმების საჭიროება გამოუვლინდა.
კახეთის პრობაციის ბიუროს რეკომენდაციით, პირობით მსჯავრდებული სამშენებლო კომპანია “კავკაზტრანსმა” დაასაქმა, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.