ველისციხეში იზოლდა ჭიკაიძის პოეზიის საღამო გაიმართა
ღონისძიებას ახალგაზრდული შემოქმედებითი კავშირის წევრები, მაცაცო სეფისკვერაძე, სოფლის მცხოვრებლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,კარგი და სასიამოვნო საღამო გამოვიდა. ჩვენი თანასოფლელი იზოლდა ჭიკაიძე არის პოეტი, მეცნიერებათა დოქტორი და ძალიან კარგი ადამიანი. მას გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი. იგი დიდი ხანია წასულია სოფლიდან და ყოველთვის სურვილი ჰქონდა პოეზიის საღამო ჩაეტარებინა, რომ გაეცნო ხალხს მისი შემოქმედება. სწორედ ამ სურვილის ასრულებაში დავეხმარეთ ჩვენ ”– განუცხადა Knews.ge-ს ველისციხის თეატრის დირექტორმა ნუნუ კარდენახლიშვილმა.
პოეტ იზოლდა ჭიკაიძეს თქმით, იგი ლექსებს ბავშვობიდან წერს. მისივე თქმით, მოხარულია, რომ საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება გააცნო.