ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდასაჭერი აქცია ერთდროულად 8 ქალაქში გაიმართება
აქცია სლოგანით აირიჩიე თანასწორობა თელავში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართება. გენდერის მედიაცენტრების წარმომადგენლები მოსახლეობას საინფორმაციო მასალებს დაურიგებენ და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობას და უზრუნველყოფის მექანიზმებს გააცნობენ.
ღონისძიებები ქალაქების ცენტრალურ ქუჩებსა და სკვერებში, ხალხმრავალ ადგილებში გაიმართება.
ამჟამად საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატიდან მხოლოდ 18 ქალი (12%) და ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს მსოფლიოში პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის თვალსაზრისით. საკრებულოებში არჩეულ 2083 წევრს შორის, ქალი მხოლოდ 246–ა (11.8%). თელავის, წალკის, ასპინძისა და ფოთის საკრებულოებშიკი არც ერთი ქალი დეპუტატი არ არის. 59 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 1 მუნიციპალიტეტის (თიანეთის) გამგებელია ქალი. არც ერთი გუბერნატორი და ქალაქის მერი ქალი არ არის. „მაშინ, როდესაც ქვეყნის ამომრჩეველთა 53% არის ქალი, ეს ყველაფერი იწვევს უთანასწორობისა და უსამართლობის განცდას“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.