თელავის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებელი დაწესდა
მოასაკრებელის ღირებულება 1 სულიანი ოჯახებისთვის შეადგენს 0,50 ლარს, ხოლო 1 სულზე ზევით ოჯახებისთვის თვეში 1 ლარს, იურიდიული პირებისათვის კი, მოსაკრებელი არ აღემატება 25 ლარს. თელავის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა პირი ვალდებულია გადაიხადოს მოსაკრებელი ყოველთვიურად, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში, თელავის მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშზე: სახაზინო კოდი 300863189.
,,დადგენილების ამოქმედება განაპირობა თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიური ნაგავსაყრელების გასუფთავებამ, რომლის მიზანსაც მოსახლეობის სუფთა გარემოში ყოფნა წარმოადგენს. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ამ ეტაპზე, განთავსებულია 283 ნაგვის ბუნკერი, ხოლო სოფლებში ორ სპეციალურ თვითმცლელ ნაგავმზიდს რეგულარულად გააქვს ნარჩენები სოფლებიდან”, – აცხადებენ გამგეობაში.