თელაველები ცხოველთა თავშესაფრის გახსნას ითხოვენ
მათი განცხადებით, პრობლემა დროულად მოგვარებას საჭიროებს. გივი გოგოლაურის თქმით, საჭიროა უპატრონო ცხოველების თავშესაფარში დაბინავება. ,,ცხოველების დახოცვა ან დაძინება გამოსავალი არ არის. ისინი უნდა მოათავსონ სპეციალურად გახსნილ მუნიციპალურ თავშესაფარში, მაგრამ მსგავსი რამ კახეთში არ არსებობს. ჩემი აზრით, თელავის მერიამ უნდა იზრუნოს აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე და თავშესაფრის გახსნაზე. შესაძლებელია, მთელ კახეთში ერთი თავშესაფრი მაინც აშენდეს,’’ – განაცხადა knews.ge-სთან გივი გოგოლაურმა.
ქალაქ თელავის მერის – პლატონ კალმახელიძის განმარტებით, ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის გახსნა და ქალაქის მაწანწალა ძაღლებისგან განთავისუფლება მისი ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო, რომელსაც უახლოეს ხანში შეასრულებს.