ახალი ამბები

ინაშვილი – თავდაცვის მინისტრი ჯარსაც კი არ ენდო და გამოიყენა კარუსელი

“543 ჯარისკაციდან, რომელიც ბოლო დროს დისლოცირებული იყო მუხროვანში, მხოლოდ 25 ჯარისკაცი იყო საგარეჯოელი, რომელსაც ჰქონდა სრული უფლება ხმა მიეცა, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისათვის. 500-ე მეტი ჯარიკაცი, თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, სასწრაფოდ გადაიყვანეს მუხროვანში და ეს ჯარისკაცები იყვნენ მესტიიდან, დუშეთიდან, ბორჯომიდან, ზუგდიდიდან, მთელი საქართველოდან. მე როგორც ვიცი, ისინი აპროტესტებდნენ, მონაწილეობა მიეღოთ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის არჩევვაში. ქალბატონი თავდაცვის მინისტრი ჯარსაც კი არ ენდო და გამოიყენა კარუსელის მეთოდი”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა. 
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი კენჭისყრის დღემდეც აპროტესტებდა მუხროვანის სამხედრო ნაწილში სპეცუბნის შექმნას და იქ 543 ამომრჩევლის რეგისტრაციას. ის ამაში თავდაცვის მოქმედ მინისტრს ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ თინათინ ხიდაშელმა ეს მმართველი პარტიის კანდიდატისათვის ხმების მოპოვების მიზნით გააკეთა. 
თავდაცვის მინისტრმა კი ინაშვილის პასუხად განაცხადა: „2012 წლის ივლისში, მაშინდელ თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას ბრძანებით, მუხროვანში ჯარის ნაწილი გაუქმდა, შესაბამისად 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში დისლოცირებულ ჯარისკაცებს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ. 2012 წლის 8 ოქტომბერს კვლავ აღდგა აღნიშნული ნაწილი. 2013 წელს ეს ბიჭები იყვნენ წინა გადასროლის მომზადებაში, შესაბამისად არ იყვნენ მუხროვანში, საკუთარ ბაზაზე და ვერ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას. 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს ისინი ავღანეთში იყვნენ, შესაბამისად არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ. 2014 წლის იანვარში საკუთარი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნდნენ. 2014 წლის იანვარში მე ვიყავი დეპუტატი“.