ახალი ამბები

თელავში ,,ავერსის’’ კლინიკა აშენდება

პლატონ კალმახელიძის განცხადებით, კლინიკა უახლესი აპარატურით იქნება აღჭურვილი, რომელიც მოსახლეობას სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.
,,უკვე მოვაწერე ხელი კლინიკის აშენების შესახებ ხელშეკრულებას და ინფრასტრუქტურული სამუშაოები უახლოეს ხანში დაიწყება. კლინიკა იქნება ევროპული დონის და აღიჭურვება უახლესი აპარატურით. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით იგეგმება სასტუმროს მშენებლობაც. სასტუმროში იცხოვრებენ მოწვეული სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, რომლებიც მოემსახურებიან ხალხს. ეს ჯანდაცვის მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯია”, – განუცხადა Knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.