ახალი ამბები

საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატები გამარჯვებას პროგნოზირებენ

მეტიც, ორივე კანდიდატი ირწმუნება, რომ არჩევნები მოგებული აქვს. საგარეჯოში პატრიოტთა ალიანსიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირმა ინაშვილის განცხადებით, ამ დროისათვის მის ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, წინასწარი შედეგები ოპტიმისტურია.
რაც შეეხება მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატს, თამარ ხიდაშელის ინფორმაციით, იგი უპირობო ლიდერია და არჩევნების მოგებას პროგნოზირებს. ,,არჩევნებს მოვიგებ და ვპირდები საგარეჯოელებს, რომ მთ გვერდით ვიქნები როგორც აქტიური მაჟორიტარი დეპუტატი”.