ახალი ამბები

ირმა ინაშვილი – ჩემს არც ერთ მხარდამჭერს იარაღი არ აქვს

 ,,მეც მაგინებენ სხვადასხვა უბანზე. ეს არის ემოციიდან გამომდინარე, რადგან საგარეჯოში დაძაბული არჩევნები მიმდინარეობს, თუმცა უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. არც ერთ ჩემს მხარდამჭერს იარაღი არ აქვს, ჩემი მოწინააღმდეგის დასაცავად კი, საგარეჯოს გზაზე მოძრაობს სამხედრო პოლიციის კოლონა”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ირმა ინაშვილი გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის საარჩევნო პროცესში მონაწილეობას აპროტესტებს. მისვე თქმით, პრცესში აქტიურად ჩართულია კახეთის სატყეო დეპარტამენტიც, რომლის თანამშრომლებიც თამარ ხიდაშელის სასარგებლოდ ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენენ და მოქალაქეებს აიძულებენ, თამარ ხიდაშელს დაუჭირონ მხარი.
“მინისტრის მონაწილეობა არჩევნებში ნიშნავს, რომ მთლიანად კახეთის სატყეო დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი მობილიზებულია ერთი კონკრეტული კანდიდატის მხარდასაჭერად”, – აღნიშნა ინაშვილმა.