ახალი ამბები

ხიდაშელი – ჩემი წარმომადგენლების მხრიდან გამოვრიცხავ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტს

 ხიდაშელის განცხადებით, ირმა ინაშვილის შტაბი მუდმივ რეჯიმში არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.
„ეს არის ტყუილი. ჩემი წარმომადგენლების მხრიდან გამოვრიცხავ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტს. თუ არის ასეთი ფაქტები, კონკრეტული ინფორმაცია გაავრცელონ“, -განუცხადა knews.ge-ს თამარ ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ პატრიოტთა ალიანსის” საგარეჯოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გოჩა თევდორაძემ განაცხადა, რომ N7, N 20, N21 და N31 საარჩევნო უბნებზე კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატის მხარდამჭერების მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა.
თევდორაძეს განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია შტაბს საარჩევნო უბნებზე მყოფმა პარტიის წარმომადგენლებმა და ამომრჩევლებმა მიაწოდეს.
“რამდენიმე საარჩევნო უბანზე ,,ქართული ოცნების” კანდიდატის მხარდამჭერები 20 და 50 ლარს არიგებენ. ამ დროისთვის ამის დამადასტურებელი ფოტო ან ვიდეო მასალა არ გვაქვს. ძირითადად საუბარია იმ საარჩევნო უბნებზე, რომლებზეც წინასწარი გამოკითხვებით, სახელისუფლებო კანდიდატს ამომრჩევლები მხარს არ უჭერენ. მსგავსი ფაქტების განმეორებისას შევეცდებით, მოვიძიოთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი,”– განუცხადა Knews.ge-ს გოჩა თევდორაძემ.