ახალი ამბები

სამნიძე: სადაც უპირატესობა გვაქვს იქ არის პროვოკაციები

„გვაქვს ფაქტები, რომ ირმა ინაშვილის წარმომადგენელმა  გასვიანმა   „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და  ჩვენი კანდიდატი თამარ ხიდაშელი აგინა. საგარეჯოს მესამე უბნიდან პრაქტიკულად გაყარეს ჩვენი ამომრჩეველი.  ასევე წარმოგიდგენთ ფოტო მასალებს, სადაც კარგად ჩანს ინაშვილის მხარდამჭერთა ქმედებები. ისინი გადაადგილდებიან წითელ ბარათებიანი ავტომანქანებით და ახდენენ საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვას. “ 

რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელმა ინაშვილს მოუწოდა, გააკონტროლოს საკუთარი მხარდამჭერები და უკანონო ქმედებებისაგან თავი შეიკავოს.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია  „ქართული ოცნების“ კანდიდატი საგარეჯოს შუალედურ არჩევნებზე თამარ ხიდაშელია.