ახალი ამბები

საგარეჯოში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 23%-მა

442-მა სამხედრო მოსამსახურემ კი დაბა მუხროვანის N50 სპეც უბანზე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. „არჩევნები საგარეჯოს საარჩევნო ოლქში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამ დროისათვის ჯერჯერობით შემოსულია სამი საჩივარი, რომელიც ძირითადად პროცედურული სახის დარღვევებს ეხება. სერიოზულ გადაცდომა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა“, – განუცხადა knews.ge-ს საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მანანა ბარიხაშვილმა. 
2015 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის საგარეჯოს ოლქში სულ 46082 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 
ცესკოს ინფორმაციით, საგარეჯოში შუალედურ არჩევნებს 3 საერთაშორისო და 16 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები აკვირდებიან. საარჩევნო პროცესებს აქტიურად აშუქებს ვებ პორტალი knews.ge, გაზეთი „კახეთის ხმა“ და „მედია ცენტრი კახეთი“. მუშაობს ცხელი ხაზი. ნებისმიერი ტიპის დარღვევევის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 592 096969; 599 694615; ან 593 264533.