ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსი” – საგარეჯოში უბნებზე ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა

თევდორაძეს განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია შტაბს საარჩევნო უბნებზე მყოფმა პარტიის წარმომადგენლებმა და ამომრჩევლებმა მიაწოდეს.
“საგარეჯოში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მივიღეთ. რამდენიმე საარჩევნო უბანზე ,,ქართული ოცნების” კანდიდატის მხარდამჭერები 20 და 50 ლარს არიგებენ. ამ დროისთვის ამის დამადასტურებელი ფოტო ან ვიდეო მასალა არ გვაქვს. ძირითადად საუბარია იმ საარჩევნო უბნებზე, რომლებზეც წინასწარი გამოკითხვებით, სახელისუფლებო კანდიდატს ამომრჩევლები მხარს არ უჭერენ. მსგავსი ფაქტების განმეორებისას შევეცდებით, მოვიძიოთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი,’‘- განუცხადა Knews.ge-ს გოჩა თევდორაძემ.
მისივე განმარტებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გზირიშვილი და რწმუნებულები საარჩევნო უბნებზე სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ პირდაპირ აგიტაციას ეწევიან.
“მათი მხრიდან ხდება ჩვენი წარმომადგენლების დაშინება. მათ მოუწოდებენ, რომ დატოვონ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტრორიები და არ მიიღონ აქტიური მონაწილეობა არჩევნებში”,– განაცხადა თევდორაძემ.