ახალი ამბები

ხიდაშელი – საგარეჯოს საარჩევნო უბნებთან ირმა ინაშვილის წარმომადგენელი იარაღით გადაადგილდება

კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა სპეცილური ბრიფინგი გამართა. ხიდაშელმა განაცხადა, რომ საგარეჯოს საარჩევნო უბნებზე ირმა ინაშვილის შტაბის წარმომადგენელი, მიხეილ ცილიკაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდება. მისი თქმით, ეს ფაქტი ხელს უშლის არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას. 
„მიხეილ ცოლიკაშვილი, რომელიც არის ქალბატონ ირმა ინაშვილის შტაბის წარმომადგენელი, საგარეჯოს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იარაღით გადაადგილდება. არ გამოვრიცხავ, რომ მას აქვს აქვს იარაღის ტარების უფლება, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს არ უწყობს ხელს არჩევნების ნორმალურ ვითარებაში ჩატარებას. მინდა მოვუწოდო ირმა ინაშვილს, რომ შეაჩეროს მისი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი წარმომადგენლების თარეში. ისინი გამოცხადდნენ მე-3, მე-9, მე-20, 21-ე, 38-ე და 42-ე საარჩევნო უბნებზე. ინციდენტების მთავარი მოქმედი პირია ვინმე თორნიკე გასვიანი“, – განაცხადა თამარ ხიდაშელმა.