ახალი ამბები

ბარჯისხევში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

სატვირთო ავტომანქანისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად 3 ადამიანის ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო 2 მგზავრი კი მძიმედ დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაზარალებულები გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა. 
Knews.ge-ს შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.