ახალი ამბები

თამარ ხიდაშელი საგარეჯოში ქალთა საკონსულტაციო ცენტრის დაფუძნებას გეგმავს

მისივე თქმით, მას მჭიდრო კონტაქტები ამ საკითხზე მომუშავე არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან აქვს და არჩევნების შემდეგ მათთან ერთად აღნიშნული პრობლემების მოგვარებას შეეცდება. “ქალების პრობლემატიკა აქ­ტუალურია და მაშინ, როდესაც ქალი განეკუთვნება ეროვნულ უმცირესობას, ეს პრობლემები ორმაგდება. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჩამოვაყალიბო საკონსულ­ტაციო ცენტრი ქალებისათვის, რომლებიც განიცდიან ძალადობას. ეს არის ერთჶერთი კონკრეტული პროექტი, რომელზეც ვფიქრობ, თუმცა ამისთვის აუცილებელია რესურსების მოძიება. როდესაც აზერბაიჯანულ თემში გვაქვს შეხვედრები, ძალიან თვალში საცემია ის რომ ქალები შეხვედრებზე არ გამოდიან. ჩვენ ამას უნდა ვებრძოლოთ და ამ პრობლემის დასაძლევად უნდა გადავდგათ ეფექტური ნაბიჯები”, – განუცხადა knews.ge-ს თამარ ხიდაშელმა. 
კოალიცია ,,ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატი თამარ ხიდაშელი 31 ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას პროგნოზირებს. 
შეგახსენებთ, რომ ხვალ საგარეჯოში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება. ცესკოში არჩევნებისათვის დარეგისტრირდა ხუთი კანდიდატი: № 8 ირმა ინაშვილი – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“’ № 41 თამარ ხიდაშელი – ბლოკი „ქართული ოცნება“; № 42 ზურაბ ჯორბენაძე – საინიციატივო ჯგუფი; № 43 მიხეილ ანდღულაძე – საინიციატივო ჯგუფი; № 44 გიორგი დავითაია – საინიციატივო ჯგუფი.