ახალი ამბები

,,აზერბაიჯანული თემის მოსახლეობაზე დეპუტატობის პირველივე დღიდან ვიზრუნებ”

მმართველი კოალიციის კანდიდატის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობებით დასახალებული სოფლების მოსახლეობის პირობების გაუმჯობესება მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.
,,დეპუტატობის პირველივე დღეებიდან ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ ძალიან ყურადღებიანი ვიქნები. მე ადამიანებს არ ვახარისხებ ეთნიკური და რელიგიის მიხედვით და ჩემი წარდგენის დროსაც სწორედ ამას გავუსვი ხაზი, რის გამოც გამაკრიტიკეს. ჩემთვის მთავარი ღირებულება არის ადამიანი, ამიტომ მე ჩემს აზერბაიჯანელ მეგობრებს მივეცი იმის პირობა, რომ ისეთივე ყურადღებიანი ვიქნები მათ მიმართ, როგორც დანარჩენი საგარეჯოს მიმართ,’’- განუცხადა knews.ge-ს თამარ ხიდაშელმა.
მისივე თქმით, მას აზერბაიჯანულ თემში სხვადასხვა სახის ინფრასრუქტურული პროექტების განხორციელება აქვს დაგეგმილი.
,,აზერბაიჯანულ თემში იგეგმება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც აქ მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობებს გააუმჯობესებს. დაგეგმილი მაქვს სოფლების, დუზაგრამის და თულარის დამაკავშირებელი გზის შეკეთება,”-განუცხადა Knews.ge-ს ხიდაშელმა.