ახალი ამბები

ხვალ საგარეჯოში კონკურსის „მე ვირჩევ“ გამარჯვებულების დაჯილდოვება გაიმართება

კონკურსი 7ოქტომბერს გამოცხადდა პროექტის „ადგილობრივი მედია საგარეჯოს მოსახლეობის საარჩევნო ინფორმირებისა და განათლებისთვის“ ფარგლებში. 
15-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს კონკურსის ფარგლებში 25 ოქტომბრამდე შეეძლოთ საარჩევნო თემატიკაზე და აღნიშნულ სფეროში არსებულ პრობლემურ საკითხებზე მომზადებული ესსეს, სლოგანისა და ფოტოს წარდგენა. მასალები აიტვირთა პროექტის ფეისბუქგვერდზე. კონკურსის ფარგლებში ფეისბუქზე მოწონებების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდება ხუთი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და ინტელექტუალური პრიზებით. 
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედია ცენტრი კახეთი”, რომლის ფინანსური მხარდამჭერია საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.