ახალი ამბები

საგარეჯოში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა

ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, მათ შორის ეთნიკურად აზრებაიჯანელმა, ეკომიგრანტებმა და იძულებით გადაადგილებულმა პირებმა. 
ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას დემოკრატიული პროცესებისა და არჩევნების შესახებ. ფორუმის მონაწილეები დაყოფილები იყვნენ სამუშაო ჯგუფებში, სადაც განიხილეს ქალების, ახალგაზრდების, ეთნიკური უმცირესობების, შშმ პირთა, ეკომიგრანტთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა არჩევნებში მონაწილეობის საკითხი. სამუშაო ჯგუფებმა მოამზადეს ამ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა და ამ მიმართულებით პრობლემების გადაწყვეტის გზები, რომლებიც ასახეს სარეკომენდაციო პაკეტში. შემუშავებული რეკომენდაციები გადაეცემა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და გამოქვეყნდება საჯაროდ.
ახალგაზრდულ ფორმუს ესწრებოდნენ „სამოქალაქო აქტივობების საზოგადოების“ წარმომადგენელი ნიკა მარკოზაშვილი, ექსპერტი საარჩევნო საკითხებში თინათინ სიბაშვილი და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლები.