ახალი ამბები

ევროკავშირმა ლაგოდეხში საპილოტე პროგრამა დაიწყო

ევროკავშირის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გულისხმობს არამარტო სოფლის მეურნეობის, არამედ ყველა იმ მიმართულების განვითარებას, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს. 
სოფლად განვითარების პროგრამა მიზნად ისახავს თემისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას და მხარდაჭერას, რათა მათ თავად შეძლონ რეგიონის პრიორიტეტების განსაზღვრა და განახორციელონ ადგილობრივი განვითარების სტრატეგია.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, ეკონომიკური და სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა, ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების ჩამოყალიბება და სხვა აქტივობები. პროექტი ,,სოფლის მეურნეობის თანამონაწილეობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში” 2 წლიანია, რომლის საერთო ბიუჯეტი 1 250 ევროს შეადგენს.
“პროექტის ფარგლებში, ლაგოდეხში, 2 წლის მანძილზე დაფინანსდება 16 ინიციატივა გრანტის სახით. თითეული განისაზღვრება 20 ათასი ევროს ოდენობით. მუნიციპალიტეტში გრანტები გაიცემა, როგორც ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის, ისე სამოქალაქო განვითარების კუთხით. დაინტერებული პირები, რომლებიც დააპირებენ ჩვენთან თანამშრომლობას და დაწერენ პროექტს, ისინი გაივლიან პროექტისა და ბიუჯეტის შედგენის, რისკების შეფასების, ბიზნეს გეგმის დაწერის ტრენინგებს, რის შემდეგაც წარმატებულ პროექტს გრანტის მიღების შესაძლებლობა გაუჩნდება”, – განაცხადა პროექტის მენეჯერმა ჯუბა მარუაშვილმა.
საპილოტე პროექტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისა გარდა, ბორჯომსა და ყაზბეგშიც მიმდინარეობს.