ახალი ამბები

საგარეჯოში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა საგარეჯოში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა. სამართალდამცველებმა, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე შემოვლას აწარმოებდნენ, გიორგი ფ-ს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს.
ბრალდებული არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და მათ ცეცხლი გაუხსნა. სამართალდამცველებმა გიორგი ფ. განაიარაღეს და ადგილზე დააკავეს. “პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, “ა-კა-ეს”-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 71 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. გიორგი ფ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია 1 მჭიდი. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს”, – განაცხადეს ვახტანგ გომელაურის უწყებაში. 
გამოძიება დაოწყო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და პოლიციის მუშაკის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობის ფაქტზე.