ლაგოდეხში სოფლის განვითარების საპილოტე პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, ეკონომიკური და სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა, ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ჩამოყალიბება და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები.
პროექტი, რომელიც საქართველოს 3 რეგიონში განხორციელდება, ევროკავშირის მიერ 3 მილიონი ევროს ოდენობით არის დაფინანსებული ევროპის სამეზობლოს პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში.
რეგიონული განვითარების პრინციპი ადგილობრივი თავისებურების გათვალისწინებას ეფუძნება და მიზნად ისახავს თემისა და თვითმმართველობის გაძლიერებასა და მხარდაჭერას, რათა მათ თავად შეძლონ განსაზღვრონ რეგიონის პრიორიტეტები და განახორციელონ ადგილობრივი განვითარების სტრატეგია. შეხვედრა ჩატარდება ლაგოდეხში, ორგანიზაციის “ქეა საერთაშორისო კავკასიაში” ოფისში.