რადიო ,,ჰერეთის“ ეთერში საარჩევნო გადაცემების ციკლი დაწყო
რადიო გადაცემები ეხება შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს. გადაცემები მზადდება პროექტის ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმისა და სწავლების ცენტრი“. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო საკითხებზე.
პირველი გადაცემის სტუმარია “მედია ცენტრი კახეთის” ხელმძღვანელი მაია მამულაშვილი. ინტერვიუ ჟურნალისტმა გიორგი ალადაშვილმა ჩაწერა. გადაცემიდან შეიტყობთ, როგორც პროექტის შესახებ, ასევე იმ კონკურსის თაობაზე, რომელიც მედია ცენტრმა სპეციალურად არჩევნების თემატიკაზე ახალგაზრდებისთვის გამოაცხადა. მეორე გადაცემაში მოისმენთ ,,მედია ცენტრი კახეთისა“ და პარტნიორი მედია ორგანიზაცია გაზეთ ,,კახეთის ხმის“ რედაქტორის ნატალია ცისკარაშვილის შეფასებას წინასაარჩევნო გარემოსა და ზოგადად მუნიციპალიტეტიში არსებულ მდგომარეობაზე არჩევნების კუთხით. ხოლო მესამე გადაცემის სტუმარი იქნება ექსპერტი საარჩევნო საკითხებში თინათინ სიბაშვილი, რომელიც ისაუბრებს იმ პრობლემებზე, რაც დღეს არსებობს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ პუნქტებში. იგი ისაუბრებს იმ დარღვევებზე, რაც წინა წლებში ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში და შედარებას მოახდენს დღეს არსებულ სიტუაციასთან. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეში, 31 ოქტომბერს საგარეჯოში გაიმართება შუალედური არჩევნები. აღნიშნული გადაცემები ეთერში შემდეგი თანამიმდევრობით გადაიცემა: 20, 22 და 27 ოქტომბერს 12:15 საათზე. ხოლო მეოთხე გადაცემა მიეძღვნება არჩევნებს, რომელიც 31 ოქტომბერს ჩატარდება. მოხდება პირდაპირი ჩართვები რადიოს ახალი ამბების გამოშვებაში.