24 ოქტომბერს ,,ნუკრიანობა 2015“ გაიმართება
ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტურისტული პროცესების გააქტიურებას, შემოსავლის მომტანი საქმიანობების განვითარებას, არსებული სახელოსნოების და ხალხური რეწვის პროდუქციის პოპულარიზაციას, ტრადიციული ხელობების წარმოჩენას, მუნიციპალიტეტის კულტურული სერვისების გაუმჯობესებას და სოფლის ცხოვრების გამრავალფეროვნებას. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ხალხური რეწვის შემოქმედებისა და კულინარიის ფესტივალი. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ქართული ჭიდაობა, ლახტის თამაში, გაიმართება ხალხური რეწვის სახელოსნოების გამოფენა-გაყიდვაც.