გურჯაანის მუნიციპალიტეტში 19 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომლებიც რეგისტრაციას გაივლიან საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე www.hr.gov.ge 29 ოქტომბრამდე. უწყებაში განმარტავენ, რომ კონკურსანტებს, რომლებმაც ტესტირების დროს გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ საკონკურსო საატესტაციო-კომისიამ მათ თანამდებობებზე დანიშვნის რეკომენდაცია არ გაუწია, მეორე ეტაპზე მიღებული ქულები უნარჩუნდებათ. საჯარო მოხელეთა კონკურსი მოიცავს 3 ეტაპს, რომელიც საბუთების გადარჩევას, ტესტირებასა და გასაუბრებას გულისხმობს.