თელავის 4 საბავშვო ბაღს შიდა რეაბილიტაცია ჩაუტარდა
პლატონ კალმახელიძის განცხადებით, 4 სააღმზრდელო დაწესებულების სრულ შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 921 057 ლარი დაიხარჯა, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 55 458 ლარით კი 1-ლი, მე-3, მე-5 და მე-8 ბაგა-ბაღების სამზარეულოები თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა. სარემონტო სამუშაოების ფარგლებში მოეწყო სველი წერტილები და შეიცვალა შიდა ინვენტარიც.
“თქვენ კარგად იცით რა პირობებში უწევდათ ჩვენს ბავშვებს აღზრდის პროცესის გავლა, მზარეულებს ბავშვებისათვის საკვების მომზადება და ა.შ. კონტრასტი არის ძალიან დიდი. რეგიონალური ფონდიდან დაიხარჯა 920 000 ლარი, რომლის ფარგლებშიც 4 ბაღის შიდა რეაბილიტაცია განხორციელდა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 55 000 ლარი დაიხარჯა იმისათვის, რომ ყველა დანარჩენ ბაღში სურსათის უვნებლობის შესაბამისი სტანდარტების მქონე სამარეულო მოწყობილიყო. იქ დამზადებული პროდუქცია კვებისათვის არის აბსოლუტურად ჯანსაღი”, -განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.