თელავის მუნიციპალური ბიუჯეტი 150 ათასი ლარით გაიზრდება
,წელს, ადგილობრივ ბიუჯეტში რჩება საშემოსავლო გადასახადების ნაწილი, რის საფუძველზეც იზრდება მომავალი წლის ბიუჯეტის თანხა, რაც 150 ათას ლარს შეადგენს. თანხა გადანაწილდება და დაიხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. კურდღელაურსა და შალაურში გაიხსნა ახალი ბაღები და მათი დაფინანსებაც ამ თანხიდან მოხდება. ასევე, მოგვარდება შიდა გზების პრობლემა და შევიძენთ ნაგვის ურნებს იმ სოფლებისთვის, სადაც ამ ეტაპზე განთავსებული არ არის. რაც შეეხება წყალს, წელს სოფლებში ამ პრობლემას მოვხსნით”, – განუცხადა knews.ge-ს ალექასანდრე შათირიშვილმა.
გამგებლისვე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი განხილვის პროცესშია, ხდება პრიორიტეტების განხილვა და დამუშავება. შეგანხსენებთ, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტი 6 მილიონ ნახევარს შეადგენს.