თელავის უნივერსიტეტს ფრანგი სტუდენტები ეწვივნენ
საფრანგეთის სანტ ეტიანეს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების 25 ახალგაზრდისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ქალაქგეგმარების ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებით იყო დაკომპლექტებული, პროექტის ფარგლებში საქართველოში შერჩეულ რეგიონებსა და ქალაქებში ერთკვირიან საპილოტე კვლევას აწარმოებდა.
კვლევის შედეგები, სამომავლოდ, პროექტის დეტალური შინაარსისა და მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებას დაედება საფუძვლად.