პაატა ბურჭულაძე თელავს ეწვია
თავდაპირველად ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის შესახებ ნახევარსაათიანი ფილმის ჩვენება გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც ბურჭულაძემ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია მახათას მთაზე მშენებარე ივერიის მახათას მთაზე მშენებარე ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის შესახებ. ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს საქველმოქმედო ფონდი ,,ივერია”, რომელიც პაატა ბურჭულაძის მიერ დაფუძნდა. მისი განცხადებით, მახათას მთაზე, სამონასტრო კომპლექსთან ერთად, აშენდება მუზეუმი და განთავსდება საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ქრისტიანული სწავლების გავრცელებას.
“კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს მოქალაქეები და უცხოეთში მცხოვრები ქართველები თანხას, 1 ლარს, სამონასტრო კომპლექსის, საგანმანათლებლო ცენტრის და ობოლთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა თავშესაფრის მშენებლობისთვის თანასწორი წვლილით შეიტანენ. ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს იქიდან, რომ არავის არ ჰქონდეს უპირატესობა. ძალიან მიხარია, რომ ყველა სურს გაწევრიანება, იმ ადამიანებსაც, რომლებმაც ჯერ არ იცოდნენ და გაუხარდათ, როდესაც ეს ამბავი გაიგეს”, – განუცხადა Knews.ge-ს პაატა ბურჭულაძემ.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საძირკველი 2011 წელს იკურთხა. მშენებლობის დასრულება მშენებლობის დასრულება იგეგმება 2017 წლის 25 დეკემბერს, როდესაც სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე უსრულდება.