თელავში საოპერო მუსიკის საღამო გაიმართება
სოლისტები არიან იანო თამარი / სოპრანო/ და ვიტორიო ვიტელი /ბარიტონი/. საღამოს გახსნის რიხარდ ვაგნერის უვერტიურა ოპერისათვის „ ნიურბერგელი მაისტერზინგერები“.შემდეგ შესრულდება ჯუზეპე ვერდი – ლედი მაკბეტის არია ოპერიდან „მაკბეტი“, ჯუზეპე ვერდი – მაკბეტის არია ოპერიდან „მაკბეტი“, ჯუზეპე ვერდი – აიდას არია ოპერიდან „აიდა“, ჯუზეპე ვერდი – აიდას და ამონასროს დუეტი ოპერიდან „აიდა“ და ჯუზეპე ვერდი – რიგოლეტოს პირველი არია ოპერიდან „რიგოლეტო“.
კონცერტის მეორე ნაწილში მოისმენთ: რუჯერო ლეონკავალო – ინტერმეცო ოპერიდან „ ჯამბაზები“, უმბერტო ჯორდანო – ჟერარის არია ოპერიდან „ანდრე შენიე“, უმბერტო ჯორდანო – მადალენას არია ოპერიდან „ანდრე შენიე“, ფრანჩესკო ჩილეა – ინტერმეცო ოპერიდან „ადრიანა ლეკუვრერი“, ფრანჩესკო ჩილეა – ადრიანას არია ოპერიდან „ადრიანა ლეკუვრერი“, ჯუზეპე ვერდი – იაგოს არია ოპერიდან „ოტელო“ და ჯუზეპე ვერდი – დი ლუნას და ლეონორას დუეტი ოპერიდან „ტრუბადური“. საოპერო მუსიკის საღამო, თელავის თეატრში, 19:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 10 ოქტომბერს გაიხსნა.