პაატა ბურჭულაძე გურჯაანში მოსახლეობას ხვდება
პაატა ბურჭულაძე მოსახლეობას ტაძრის მშენებლობის მნიშვნელობასა და მისი მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას აწვდის. დღესვე, შეხვედრა შედგება თელავში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში14:00 საათზე.
ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას ფონდი “ივერიისა” ახორციელებს, რომელსაც, პატრიარქის კურთხევით, პაატა ბურჭულაძე უდგას სათავეში. მახათას მთაზე სამონასტრო კომპლექსთან ერთად განთავსდება საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ქრისტიანული სწავლების გავრცელებას, აშენდება მუზეუმიც.