თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი იხსნება
რეპეტიციებს გადიან ფესტივალის მონაწილეეები – საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი ”საქართველოს სინფონიეტა”, სოლისტები ვენ სინ იანგი (ჩელო), ედუარდ ბრუნერი (კლარნეტი).
ფესტივალს ხვალ 18.00 საათზე თელავის თეატრის შენობაში გაიხსნება.
საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი,
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“.
დირიჟორი – არიელ ცუკერმანი.
სოლისტები – ანდრეი ბარანოვი, ედუარდ ბრუნერი, ვენ სინ იანგი
დიანა მეტრეველი, მარიამ მაკარაშვილი, გიორგი გიგუაშვილი, ალექსანდრე მიშველაშვილი.
რაც შეეხება 10 ოქტომბრის პროგრამას, ასე გამოიყურება:
ეჟენ დ’ ალბერი – კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის თხზ. 20, დო მაჟორი
კახა ცაბაძე – კონცერტი კლარნეტისა და სიმებიანი ორკესტრისათვის დასარტყამ ინსტრუმენტებთან ერთად (პირველი შესრულება)
პეტრე ჩაიკოვსკი – კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის თხზ. 35, რე მაჟორი
გთავაზობთ ფესტივალის პირველი დღის, 10 ოქტომბრის პროგრამას:
ეჟენ დ’ ალბერი – კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის თხზ. 20, დო მაჟორი.
კახა ცაბაძე – კონცერტი კლარნეტისა და სიმებიანი ორკესტრისათვის დასარტყამ ინსტრუმენტებთან ერთად (პირველი შესრულება).
პეტრე ჩაიკოვსკი – კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის თხზ. 35, რე მაჟორი.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს თელავში მხარს უჭერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ფესტივალის ორგანიზატორია კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი.
2015 წლის ფესტივალი მეოცე საუკუნის უდიდესი პიანისტის – სვიატოსლავ რიხტერის დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნება.