ფერმერებმა მიწათსარგებლობის საკითხებზე იმსჯელეს
შეხვედრის ძირითად თემას წარმოადგენდა მიწათსარგებლობაში არსებული მდგომარეობა. ირინე ფხოველიშვილი, კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, აგროსექტორის ინვესტორის სტატუსის განსაზღვრის აუცილებლობა.
,,შეხვედრაზე ვიმსჯელეთ სოფლის მეურნეობასა და მიწათსარგებლობაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და მისი დაძლევის გზებზე. განვიხილეთ სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციისა და მიწის გადასახადის საკითხები, ასევე, ფერმერის, ფერმერული მეურნეობისა და აგროსექტორის ინვესტორის სტატუსის განსაზღვრის აუცილებლობა”.
კონფერენცია თბილისში გაიმართა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაცია UNDP-სა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით.