ახალი ამბები

სასამართლო თესაუს ექსრექტორის საქმეზე გადაწყვეტილებას 8 ოქტომბერს გამოაცხადებს

ღელაღუტაშვილმა Knews.ge-ს განუცხადა, რომ 8 ოქტომბერს მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. თელავის უნივერსიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სასამრთლოში უჩივის. ის მიიჩნევს, რომ უწყებამ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. 
„ვფიქრობ, რომ სასამართლო ჩემს სასარგებლოდ გამოიტანს განაჩენს. ველოდები, რომ გაუქმდება განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრისა და შესაბამისად ჩემი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება. ეს ერთგვარი ჯაჭური რეაქციაა. სრულიად შესაძლებელია, რომ მომავალში მე ისევ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვიყო“, – განუცხადა knews.ge-ს ავთანდილ ღელაღუტაშვილმა. 
2014 წლის 15 დეკემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყვიტა. რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა ავთანდილ ღელაღუტაშვილის მიერ 2009 წელს მიღებული დოქტორის ხარისხის შემოწმებისას საგანმანათლებლო დოკუმენტების სანდოობის შეუსაბამობამ გამოიწვია. უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, უმაღლესი სასწავლებლის რექტორს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული პირის ხარისხი უნდა ჰქონდეს. ავთანდილ ღელაღუტაშვილს უფლებამოსილების ვადა 2017 წელს უმთავრდებოდა. ღელაღუტაშვილი თესაუს რექტორად 2013 წლის 8 ნოემბერს აირჩიეს.
მოსამართლის გადაწყვეტყილების გამოცხადებამდე თელავის უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, რომელსაც რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირმა შიოშვილი ხელმძღვანელობდა, რექტორის არჩევნები დანიშნა. 2015 წლის 20 მარტს კი თესაუს ხუთკაციანმა აკადემიურმა საბჭომ რექტორად ირმა შიოშვილი 4 წლის ვადით აირჩია.