ოთარ დანელია ახმეტაში ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნო
მინისტრი რთველის მიმდინარეობის შესახებ ქარხნებში ყურძნის ჩასაბარებლად მისულ მევენახეებს და ღვინის საწარმოს ხელმძღვანელსაც გაესაუბრა.
დანელიას განცხადებით, რთველი უკვე აქტიურ ფაზაშია შესული, რაც ბუნებრივად განაპირობებს ღვინის კომპანიებთან ყურძნის ჩაბარების მსურველთა ნაკადის ზრდას.
,,რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ჭარბი მოსავალის გამო არის რიგები, რომელიც მკაცრად კონტროლდება რათა არ გაჩნდეს უსამართლობის განცდა”,– განაცხადა ოთარ დანელიამ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რთველი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, შეუფერხებლად მიმდინარეობს.
სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი სამანიშვილის თქმით, დღეის მდგომარეობით, გადამუშავებულია 78 ათას ტონამდე ყურძენი. მისივე თქმით, ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა კი, 45 მლნ ლარს გადააჭარბა.
,,დღეისმდგომარეობით ყურძენს 70- ზე მეტი ღვინის კომპანია იბარებს, ასეე 15 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ქარხანა. მინდა დავამატო, რომ ახმეტაში გაიხსნა ქარხანა, რომელიც ყურძენს იბარებს,”- განაცხადა სამანიშვილმა.