თელავში რეგიონული პოლიტიკის ფორუმი გაიმართება
შეხვედრა-დისკუსიის მიზანია რეგიონებში ცნობიერების ამაღლება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის და მისგან მომდინარე შესაძლებლობების შესახებ, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე და უვიზო მიმოსვლის თაობაზე დიალოგი. ღონისძიება მიზნად ისახავს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს, მათ შორის ადგილობრივ საჯარო მოხელეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია, ევროინტეგრაციის თაობაზე გავრცელებული მითების შესახებ დისკუსიის გზით.
სემინარში მონაწილეობას მიიღებენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – არჩილ ყარაულაშვილი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ევროინტეგრაციის თემაზე მომუშავე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე საუბარი შეეხება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებას, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის პერსპექტივებსა და წესებს, ევროკავშირთან ეკონომიკურ ურთიერთობებს, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესაძლებლობებს რეგიონებისთვის, რეფორმებს სოფლის მეურნეობის სფეროში და სურსათის უვნებლობლობის საკითხებს.