ყვარელში თვალის უფასო გამოკვლევები იწყება
როგორც გამგეობაში აცხადებენ, კლინიკაში პაციენტებს თვალის უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ და მაღალკვალიფიციური კონსულტაცია გაეწევათ. ,,ყოველ კვირას ყვარლის მოსახლეობას საშუალება ექნება ჩაიტაროს თვალის უფასო გამოკვლევები. საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჩატარდება კატარაქტის, გლაუკომის, და სხვა სახის ქირურგიული ოპერაციები. მობილური კლინიკა განთავსდება ყვარელში გამგეობის შენობის ეზოში”,- აცხადებენ მუნიციპალიტეტის გამგეობაში.