დედოფლისწყაროს მოსახლეობას უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა
სამედიცინო მომსახურება მოსახლეობას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საუნივერსიტეტო კლინიკისა და გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის და სხვადასხვა კლინიკების წამყვანმა სპეციალისტებმა გაუწიეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ირაკლი კოხრეიძეს თქმით, დედოფლისწყაროს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც ესაჭიროება სტაციონალური მკურნალობა, მათ დახმარებას კლინიკაშიც გაუწევენ.
„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა თავისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და სპეციალისტებით ვეხმარებით მოსახლეობას. ჩვენ ორი პროფილური კლინიკა გახლავართ და შესაბამისად წარმოდგენილები ვართ სხვადასხვა პროფილის ექიმებით, რომლებმაც დედოფლისწყაროელებს შესაბამისი კვლევები ჩაუტარეს. პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი ადამიანი, რომელიც ვერ ხვდება პირველადი ჯანდაცვის რგოლებში ან ვერ ახერხებს თბილისში ჩასვლას მათ ვუტარებთ უფასო კონსულტაციებს“ – განაცხადა ირაკლი კოხრეიძემ.