28 სექტემბრისთვის 78 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა
სააგენტოსვე ინფორმაციით, ამ დროისთვის გადამუშავებულია რქაწითელი 36 ათას ტონამდე, საფერავი – 32 ათას ათას ტონამდე, ასევე 1,9 ათასი ტონა კახური მწვანე და 8,5 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.
რთველი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში – 27,2 ათას ტონამდე. კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემები ასე გამოიყურება: თელავი – 16 ათასი ტ., ყვარელი – 14,4 ათასი ტ., სიღნაღი – 7,1 ათას ტ., ლაგოდეხი- 6,2 ათასი ტ., დედოფლისწყარო – 2,1 ათასი ტ., ახმეტა – 1,9 ათასი ტ. და საგარეჯო – 2,8 ათასი ტონა. ყურძნის გადამუშავების პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია ღვინის მწარმოებელი 67 კერძო კომპანია და ასევე სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო.