ვიდეორეპორტაჟი

1. სოფელ ართანას მოსახლეობა მომწამვლელ წყალს სვამს

მოსახლეობა იძულებულია წყა­ლი სამელად გამოიყენოს, რადგან სხვა ალტერნატივა არ აქვს. ადგილობრივები სოფელში წყლისაგან გამოწვეული ინფექ­ციური და სიმსივნური დაავადე­ბების გავრცელებაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამ მიზეზით ად­გილობრივი მაცხოვრებლის გარ­დაცვალების ფაქტს ასახელებენ.

„ამ სოფელში ისეთი საშინელი წყალია რომ პირუტყვსაც არ დაე­ლევინება. გვეკითხებიან ართანელე­ბი ცოცხლები ხართ? როგორ სვამთ ამ წყალს? ძალიან ბევრი ადამიანია ართანაში ღვიძლით დაავადებუ­ლი. ჩვენი მეზობელი, ახალგაზრდა ადამიანი ამ წყლით მოიწამლა და გარდაიცვალა“, – ამბობს ლილი მაისურაძე. ართანაში წყლის შიდა ქსელის მილები შეცვალეს. სათავე ნაგებო­ბის შეცვლა კი შორეული პერსპე­ქტივის საკითხია. ადგილობრივები ამბობენ, რომ გამოსავალი ეკოლო­გიურად სუფთა ახოტის წყლის სოფლამდე მიყვანაა. მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარების მხრივ დიდი ფინანსური სახსრების არაეფექტურად დახარჯვაზე საუ­ბრობს. უარყოფითი დასკვნების მიუხე­დავად სურსათის ეროვნული სა­აგენტოში სოფელში წყლისმიერ ეპიდემიის გავრცელებას გამორი­ცხავენ. უწყებაში აზბეტის მილების მავნებლობაზე საუბრისაგან თავს იკავებ და აცხადებენ, რომ ეს მათ კომპეტენციას სცილდება

.„სოფელ ართანაში ავიღეთ წყლის სამი სინჯი. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სამივე მათგანში იყო დაბინძურება. მასში აღმოჩნდა კოლიფორმები და ბაფალმი. აღნიშნული ბაქტერიები არ არის საშიში ადამიანის ჯანმრ­თელობისა და სიცოცხლისათვის“, – განმარტავს სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტი მანანა ზურაბაშვილი. გარემოს­დამცველები კი მეტ საფრთხეს ხე­დავენ ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერების შემცველ მასალაში, რომლისგანაც დამზადებული მი­ლებით სოფელს სასმელი წყალი მიეწოდება. სპეციალისტები გან­მარტავენ, რომ აზბესტი სხვადასხ­ვა სახის სიმსივნურ დაავადებას იწვევს. ექსპერტები სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად ადგილობრივ თვითმმართველობას მოკლევადიანი ღონისძიებების განხორციელებისკენ მოუწოდებენ.

 „აზბესტის მილები წყალთან შე­დის რეაქციაში და გამოიყოფა კარცენოგენური ნივთიერებები, რომელებიც ადამიანის ორგანიზმში იწვევენ სხვადასხვა სიმსივნურ და­ავადებას. გარდა ამისა, აზბესტი, ქი­მიური ელემენტი, რეაქციაში შედის როგორც წყალთან, ასევე ნიადაგთან და გარემო ბინძურდება. ამიტომ ძა­ლიან მნიშვნელოვანია, რომ მოკლე ვადაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ზოგადად ქვეყნის მასშტაბით აზბესტის მილები გა­მოიცვალოს“, – განმარტავს გარემოს დაცვის სპეციალისტი კახაბერ სუხიტაშვილი. 

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი ამბობენ, რომ სოფელ ართანის სათავე ნაგებობის გამოცვლის შესახებ გადაწყვეტილებას სპეცილისტების დასკვნის საფუძველზე მიიღებენ. ალექსანდრე შათირიშვილის უწყება მოსახლეობის შეშფოთების საფუძველს ვერ ხედავს და სასმელი წყლისაგან გამოწვეულ ფატალურ შედეგებს გამორიცხავს.