კახეთში 42 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა
სააგენტოსვე ინფორმაციით, კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 25 მლნ ლარს მიაღწია.რთველი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენია გადამუშავებულია შემდეგ მუნიციპალიტეტებში: გურჯაანი – 14 ათას ტონამდე, ყვარელი – 8,6 ათას ტონამდე და თელავი – 6,8 ათას ტონამდე. კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 70 კომპანია, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 15 ღვინის საწარმო.