ყოფილი პოლიციელის მკვლელობის საქმეზე ჯერ არავინ დაუკავებიათ
36 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დამნაშავე ადგილიდან მიიმალა. knews.ge-მ გაარკვია, რომ აბულაძე გვიან ღამით საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც დაუძახა პირმა, რომელიც მან პოლიციაში მუშაობის დროს დააკავა.
შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. საპატრულო პოლიცია დამნაშავის დასაკავებლად რამდენიმე საათის განმავლობაში რეიდს ახორციელებდა და თელავის ყველა გასასვლელი გადაკეტილი ჰქონდა.
Knews.ge-ს შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება მიმდინრეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე