კახეთის სკოლებში ჭადრაკს შეასწავლიან
ამ ეტაპზე ჭადრაკის ფედერაცია პედაგოგებს სპეციალური პროგრამით ამზადებს. მშობლების აზრით, სკოლებში მეტი სააზროვნო გაკვეთილი უნდა ტარდებოდეს. ,,მივესალმები სიახლეს, ჩემი შვილი მესამე კლასშია, თუ წელსვე მოესწრება ჭადრაკის გაკვეთილების დანერგვა, აუცილებლად შევასწავლი. მსგავსი პროგრამები მეტი უნდა იყოს, რომ მოზარდების გონებრივი შესაძლებლობები გაიზარდოს,” – აცხადებს Knews.ge-სთან ნანა მჭედლიშვილი.