ახალი ამბები

კახეთში მეწარმეებზე გრანტების გაცემა ნოემბრიდან დაიწყება

პროექტში 20%-ის ოდენობით ბენეფიციარი საკუთარ თანხასაც დებს. კახეთის რეგიონში ამ ეტაპზე დასრულებულია პირველი ეტაპი. შერჩეულ ბენეფიციარებს, რონლებიც ნოემბერში დაფინანსდებიან, ბიზნესგეგმების დამუშავება მოუწევთ. მეწარმეობის განვითარების სააგენტოში კახეთიდან პროექტების უმრავლესობა სამკერვალო კუთხით შევიდა.
იმ შემთხვევაში თუ ბიზნესმა არ გაამართლა, მეწარმეს სახელმწიფოსგან მიღებული თანხის უკან დაბრუნება არ მოუწევს. რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეების დაფინანსების პროექტს მეწარმეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს.